სვანეთი, საქართველოს ღირსება
Monday, December 24, 2012
უშგულის მდებარეობა. ისტორია და ღირსშესანიშნაობები
მდებარეობა
უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა.
უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის ზაგაროს უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ, ძირითადად, ქვემო ქართლში. ამჟამად თემში დაახლოებით 70 კომლი სახლობს.
უშგულთან ახლოს, ენგურის სათავეებთან მოდის მინერალური წყალი.
ისტორია
უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომლესაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.
უშგულის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა.
ღირსშესანიშნაობები
უშგულის თემის ერთ-ერთი სოფელი, ჩაჟაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხშირია ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები. მათი რაოდენობა ამჟამად 30-მდეა.
უშგული
უშგულის ღირსშესანიშნაობებია:
უშგულის ლამარია
უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი
თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ მურყმელში
წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია - სოფელ მურყმელში
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ ჩვიბიანში
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ ჟიბიანში
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფელ ჟიბიანში
ეკლესია - სოფელ ჩაჟაშში
მოძიებულია: http://ka.wikipedia.org/wiki/უშგული

სისხლის აღების ტრადიცია
სისხლის აღების აუცილებლობაზე შედარებით მსუბუქად საუბრობენ უფროსების მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი სკოლის მოსწავლეები და მათზე ცოტათი უფროსი გოგო-ბიჭები - ყველაფრიდან ჩანს, რომ მათთვის ეს ტრადიცია დრომოჭმულია. ამ რიტუალის მიმართ ახალგაზრდების გულის აცრუებაში დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ამ ბოლო დროს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სისხლის აღების რიტუალის შესრულებისას სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.
მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ სისხლის აღების ადათი სვანეთში საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა - ასე ნამდვილად არ არის და ზემო სვანეთის უახლოესი წარსულიდან არაერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, როცა რიტუალი წესების
სრული დაცვით აღსრულებულა. ასეთ ფაქტებზე, როგორც იშვიათობებზე, ჯერაც ნაადრევია მსჯელობა.
რასაკვირველია, ამის მიზეზი ფიცხი ხასიათის მქონე სვანების თანდაყოლილი უნდობლობაა ყოველგვარი სიახლისადმი. სიახლე მათთან ”ცუდთან” ასოცირდება, რადგან თავის დროზე, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლების დროს, სვანებს სიახლის სახით რისხვას უვლენდნენ ხოლმე. მართალია, ახლა ახალგაზრდები არწმუნებენ უფროსებს, რომ ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ზოგიერთებს ამის აღქმა მაინც უჭირთ.
სწორედ ამიტომ, სისხლის აღების რიტუალი სვანეთში დღესაც რჩება ძველი ტრადიციის მიმდევართა მთავარ სამსჯავროდ. დღესაც, ისევე როგორც ადრე, არავინ გაამტყუნებს მამაკაცს, რომელიც თავისი მამის მკვლელის ვინაობას თუნდაც დიდი ხნის შემდეგ გაიგებს და გინდაც, მკვლელი დიდი ხნის გარდაცვლილი იყოს, მისი გვარის მამრობითი სქესის მამაკაცს გამოასალმებს სიცოცხლეს. შესაძლოა, მანამდე არც იყო ბაიბურში და მეგობრობდა კიდეც მამამისის მკვლელთა შთამომავალთან, მაგრამ თუ არ იცოდა, ადათი მოკვლის ვალდებულებისგან ათავისუფლებს, აი, თუ გაიგო და მაინც არ მოკლა, მაშინ, უმჯობესია, საერთოდ აიყაროს სვანეთიდან - საყოველთაო ქილიკი ან ზურგსუკან დაცინვა არ ასცდება.
მოსისხლეობის დროს სისხლის ამღებებს თავადაც შეუძლიათ მიიღონ ზომები, ვინმეს დაუკითხავად, რასაც ვერ ვიტყვით სხვა სახის დავებზე. დავა კი სვანეთში, შესაძლოა, ყველაფერზე იყოს: ხარით დაწყებული და ნასოსით დამთავრებული. თუ არასისხლისმიერი დავა ორ, სხვადასხვა გვარებს შორის იწყება, როგორც წესი, ერთ-ერთი თანახმაა, ”კაცები” გამოიყვანოს - ადამიანები, რომლებიც ასაკის მიუხედავად, პატივისცემით სარგებლობენ. მოდავე მხარეს უფლება აქვს დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს დავის განხილვას ”კაცების”-სანდო პირების თანდასწრებით, მაგრამ, როგორც წესი, ”კაცების” მეშვეობით განხილვაზე უარის მთქმელის მხარეს საზოგადოებრივი აზრი არ დგას, ამიტომაც, უარს ყველა ერიდება.
უნდა დავამატოთ, რომ ერთ-ერთი მოდავის მიერ გამოყვანილი ”კაცი” არ არის ადვოკატის ფუნქციებით აღჭურვილი პირი, რომელიც ”მისი დაცვის ქვეშ მყოფს” გაამართლებს მაშინაც კი, როცა იცის, რომ მტყუანია. სვანები სახელის გატეხას თავის გატეხას არჩევენ და განხილვის დროს უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა ამა თუ იმ გვარის წარმომადგენელი მის მიერ გამოყვანილ ”კაცს” გაუმტყუნებია ან საკითხის განხილვაში არ ჩარეულია, დუმილი აურჩევია - ეს კი მისი გასამტყუნებელი განაჩენის ტოლფასია.
”ადრე ასეთი განხილვები საკმაოდ ხშირი იყო, ახლა კი შედარებით იკლო,” - ამბობს ლატალელი ნინო წერედიანი, - ”ამის მიზეზი ის არის, რომ იმ თაობის მამაკაცებისგან ახლა ცოცხალი აღარავინაა. ახლაც მესმის ხოლმე აქა-იქ შემდგარი განხილვების შესახებ, მაგრამ ეს ის ძველი სამართალი აღარ არის, არადა, სვანური სამართალი მთელ საქართველოში იყო განთქმული”.
როგორც წესი, განხილვის დაწყებამდე როგორც მთავარი მოდავეები, ასევე მათ მიერ გამოყვანილი ”კაცები” ხატზე დაფიცების რიტუალს გადიან. იფიცებენ არამარტო იმაზე, რომ ტყუილს არ იტყვიან, არამედ იმაზეც, რომ ”მტყუანის დასაცავად ხმას არ ამოიღებენ” - ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
დღეს თითქმის ყველა სვანურ ოჯახში შეხვდებით ”საუფროსო საკარცხულს”, სადაც არცთუ დიდი ხნის წინ მხოლოდ მახვშებს ჰქონდათ მოკალათების უფლება. ბევრ ოჯახში დღეს ეს საკარცხული მხოლოდღა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბევრგან ტურისტებს, მათ შორის ქალებსაც, საკარცხულში არათუ ჩაჯდომის, ფოტოების გადაღების უფლებასაც აძლევენ. ტურიზმის განვითარებამ მესტიასა და დანარჩენ სოფლებს შორის, ჯერჯერობით თითქმის უხილავი, მაგრამ მაინც ბზარი გააჩინა:
”მესტიელები და ჩვენ რამ გაგვყო, მაგრამ მესტიაში უკვე აღარ აქვთ იმის დრო, საქონელს მიხედონ, ფრინველი დააპურონ, სტუმარს სვანური ადათის მიხედვით დახვდნენ”, - ამბობს 63 წლის ლერი არღვლიანი, - ”ისინი მხოლოდ იმაზე არიან გამეცადინებულები, უცხოელი ტურისტები სახლში მიიყვანონ, მათთვის შესაფერისი საუზმე და სადილი გაუმზადონ, თუ საჭიროა, მეგზურობა გაუწიონ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მჟავე წყლები დაათვალიერებინონ, აბა, მათ სად სცალიათ, სტუმრებს სვანური სული დაანახონ.
ამიტომაც დიდად არ ვარ აღფრთოვანებული ტურიზმით. ახალგაზრდებს მოსწონთ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მე კი მაინც ის ძველებური მირჩევნია... მაშინაც ჩამოდიოდნენ უცხოელები და აღფრთოვანებულები რჩებოდნენ, რადგან სუფთა სვანეთს ხედავდნენ, ალალ სვანურ სულს... მერე რა, რომ კოშკები არ იყო განათებული ღამღამობით, სამაგიეროდ, სვანები ანათებდნენ...”
მოძიებულია: https://sites.google.com/site/mavnekartulitraditsiebi/siskhlis-aghebis-traditsia

სვანური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები
სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხეა საქართველოში, სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით განთქმული მასპინძლებით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მათ შესახებ წერს: “სვანები თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ: ფლობენ ისინი ირგვლივ (ყველაფერს) და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები…“. სვანეთში დღემდე შენარჩუნებულია ძირძველი ტრადიციებისა და სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებები და დიდი ადგილი უკავია სვანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება მითი არგონავტების შესახებ. სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ოქროს ცხვრის ტყავით მოიპოვებდნენ. სვანების მიერ ოქროს მოპოვების შესახებ იცოდნენ ბერძენმა და რომაელმა მწერლებმა. არგონავტებიც ოქროს საწმისის – ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო სვანეთი. კოლხეთის სამეფოს და მეფე აიეტს ოქრო სვანეთიდან მიეწოდებოდა. აქ დღესაც დასტურდება ოქროს მოპოვების ხალხური წესები.მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს სვანეთში – მახვშს უწოდებდნენ. მას საერთო კრება ირჩევდა. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით. ის ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი იყო. დამნაშავეს მახვში კიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს” (ვაჟა ფშაველა). განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვში უძღვებოდა ხევის ყრილობას, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეებს თემიდან და სახლ-კარს გადაუწვავდა. უმძიმესი დანაშაულისას, მაგ. თემის ღალატისას, ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოჰქონდა.
ყოველგვარ სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავდნენ მსაჯულები, რომლებსაც სვანეთში “მორვებს” უწოდებდნენ. მათ ირჩევდნენ ორივე მოდავე მხარედან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით უსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა.
ერთ-ერთი ასევე ძველისძველი ტრადიციაა: “სისხლის აღება”. სვანები თავისიანის სისხლს არავის შეარჩენენ, ისინი მკვლელის გვარიდან იმდენ ადამიანს კლავენ რამდენიც მათ მოუკლეს თავისი გვარიდან და ამით ანგარიშს ასწორებენ.
ლამპრობა, სვანეთის ადრე საგაზაფხულო დღესასწაულია. სვანები “ლამპრებს” არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ. “ლამპრობის” ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, “ლამპრობა” სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ. ლამპრობა ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.
ზამთარში გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს კიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა.
დიდმარხვის ბოლო კვირას ე. წ. ჰორიეშმაო იწყებოდა. ოჯახის უფროსი რკინის ორ ნაჭერს ერთმანეთზე ურტყამდა, ლოცულობდა და ქაჯებს აფრთხობდა. მერე გარეთ გადიოდა და კაჟიან თოფს დაცლიდა ავი სულების შესაშინებლად. დიასახლისი ოჯახის წევრებს მარჯვენა მაჯაზე, ხარებს რქებზე და სახვნელ კავს სახელურზე შავ ძაფს შეაბამდა. ეს რიტუალი ავი თვალისაგან იცავდა ადამიანებს, ხარებს და სამეურნეო იარაღსაც. იმავე დღეს მდინარიდან ყანაში მიჰქონდათ ქვიშა და თეთრი კენჭები. ეკლიან ჯოხს მიწაში ჩაარჭობდნენ, ძირში ქვიშას მიუყრიდნენ და თეთრ კენჭებს შემოუწყობდნენ. ამით ყანას ავი თვალისაგან იცავდნენ, რაც უხვი მოსავლის მიღების გარანტიად მიაჩნდათ.
გვალვიან წელიწადს ქალები უახლოეს ტბაში ძვალს ჩააგდებდნენ და უფალს ევედრებოდნენ კარგ წვიმას. ზოგ თემში სოფლის კაცები ეკლესიიდან იესოსა და ღვთისმშობლის ხატებს გამოაბრძანებდნენ, მდინარეზე ჩაიტანდნენ, გაბანდნენ და სიმღერით შესთხოვდნენ გაავდარებას. სოფ. ლენჯერში ამჟამადაც ტარდება ელიას დღესასწაული, რომლის დროსაც წმინდა ელიას ხატს შესთხოვენ გაავდრებას.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში ქალი ყოველთვის მამაკაცის გვერდით იდგა და მუშაობდა. შემთხვევითი არაა, რომ ქალს მზითევში აუცილებლად ატანდნენ ნამგალს, როგორც პურეულის აღების სიმბოლოს.
მოძიებულია; http://samepo.ge/?p=573
Thursday, December 20, 2012
“ახალი დიდი ტურისტული მსოფლიო მარგალიტი”
სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო
საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად
თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც
შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო
ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ
ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად
შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და
ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც
ინახება რამოდენიმე მუზეუმში.
სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში
იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ
ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის
ხეობაში. მისი სოფლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის მფარველობაშია.
ხოლო ქვემო სვანეთი მდ. ცხენისწყლის ხეობაშია. სვანეთის მოსახლეობა
ქართველია და შეადგენს 2500-ს.
სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის
უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860
მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010
მ),
ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).
მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა.
სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს.

Subscribe to:
Posts (Atom)