Monday, December 24, 2012

უშგულის მდებარეობა. ისტორია და ღირსშესანიშნაობები

                                                              მდებარეობა

უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა.

უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის ზაგაროს უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ, ძირითადად, ქვემო ქართლში. ამჟამად თემში დაახლოებით 70 კომლი სახლობს.

უშგულთან ახლოს, ენგურის სათავეებთან მოდის მინერალური წყალი.

                                                               ისტორია

უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომლესაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.

უშგულის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა.

                                                      ღირსშესანიშნაობები
უშგულის თემის ერთ-ერთი სოფელი, ჩაჟაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხშირია ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები. მათი რაოდენობა ამჟამად 30-მდეა.

უშგული

უშგულის ღირსშესანიშნაობებია:
უშგულის ლამარია
უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი
თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ მურყმელში
წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია - სოფელ მურყმელში
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ ჩვიბიანში
მაცხოვრის სახელობის ეკლესია - სოფელ ჟიბიანში
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - სოფელ ჟიბიანში
ეკლესია - სოფელ ჩაჟაშში



მოძიებულია:   http://ka.wikipedia.org/wiki/უშგული

No comments:

Post a Comment